16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს - საგარეო უწყება
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიუსელში დაგეგმილ დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, რის გამოც შეხვედრას ქართული მხარე არ დაესწრება.

16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს კითხვაზე, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობას შეეხებოდა.
"ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
ცნობისათვის, ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობის მინისტერიალი დღეს იმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასაგარეო უწყება: 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს
საგარეო უწყება – ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართვველოს შესაბამის დონზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…