ღირსეული ფორმით თუ არ მიგვიწვევენ რაიმე ღონისძიებაზე, არ მივალთ – კობახიძე მინისტერიალზე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საქართველო ღონისძიებებზე ღირსეული ფორმით არ იქნება მიწვეული, ქვეყანა მათ არ დაესწრება. წყაროს ცნობით, უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის შეხვედრაზე საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით კვლავ დაბალ, ელჩის დონეზე მიიწვიეს.

„ევროსკოპის“ წყაროს ინფორმაციით, 16 ნოემბერს, უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისევ დაბალ დონეზეა მიწვეული.
მინისტერიალზე საქართველო გასულ წელსაც ელჩის დონეზე მიიწვიეს.
დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა:
„თუ ღირსეული ფორმით არ იქნება მიწვეული საქართველო რაიმე ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, იქ ჩვენ არ მივალთ. ეს აბსოლუტურად ლოგიკური და ღირსეული პასუხი იქნება ნებისმიერ განსხვავებულ მიდგომაზე“, – ამბობს კობახიძე.
2025 წლის 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაკავშირებადების საკითხებზე საქართველო მინისტრის დონეზე არ იყო მიწვეული. მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა, რომ საქართველო მხოლოდ ელჩის დონეზე იყო მიწვეული და „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს ლუქსემბურგში არ ეპატიჟებოდნენ.
მაშინ სამინისტრომ განაცხადა, რომ „საკითხის მნიშვნელობიდან და დაკავშირებადების საკითხებში საქართველოს როლიდან გამომდინარე“ ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელი იყო.
იმის გამო, რომ მინისტრი არ მიიწვიეს, თბილისმა მინისტერიალზე ელჩიც არ გაგზავნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„თუ ღირსეული ფორმით არ იქნება მიწვეული საქართველო რაიმე ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, იქ ჩვენ არ მივალთ. ეს აბსოლუტურად ლოგიკური და ღირსეული პასუხი იქნება ნებისმიერ განსხვავებულ მიდგომაზე“
„საკითხის მნიშვნელობიდან და დაკავშირებადების საკითხებში საქართველოს როლიდან გამომდინარე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…