პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე დაკავშირებადობის მინისტერიალზე ელჩის არგაშვებაზე - სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი, სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მხოლოდ ღირსეულ მოსაწვევს უპასუხებს სათანადო წარმომადგენლობით. თბილისმა ბრიუსელის მინისტერიალზე ელჩის დონეზე მიწვევის გამო მონაწილეობაზე უარი თქვა.

ირაკლი კობახიძე დაკავშირებადობის მინისტერიალზე ელჩის არგაშვებაზე - სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი, სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება
ინტერპრესნიუსი

სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ დაკავშირებადების საკითხზე ბრიუსელში დღეს დაგეგმილ მინისტერიალზე საქართველო ელჩის დონეზე მიიწვიეს, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის არაჯანსაღი მიდგომა.

„ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან და ჯანსაღ მიდგომას, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. ჩვენ გვექნება ღირსეული დამოკიდებულება, სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა და იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება.

[რაც შეეხება გაფართოების ფორუმზე არმიწვევას] ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სუვერენიტეტის პრობლემაა აშკარად. სუვერენულად რომ მოქმედებდეს ევროპული ბიუროკრატია, ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთისგან იზოლაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველო ევროპისთვის რჩება ერთ-ერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებაში. როდესაც ასეთ დროს ხელოვნურად ქმნი პრობლემას, როდესაც ასეთ დროს აფერხებ ღია და გამჭვირვალე დიალოგს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია კიდევ ერთხელ არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად/ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ. ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, ღონისძიებას სახელწოდებით : „უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა“, დაესწრებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პროცესში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და ბიზნესის წარმომადგენლები. გაფართოების ფორუმზე საქართველო არ მიუწვევიათ.

ამასთან, დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალზე ელჩის დონეზე იყო დაპატიჟებული, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა მასზე დასწრებაზე უარი თქვა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ელჩის მზაობის მიუხედავად, თბილისი აცხადებს, რომ დაკავშირებადობის მინისტერიალს არ დაესწრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები