ბაიბა ბრაჟე – საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად სარგებელი არ მიიღოს, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ხალხი განსხვავებულად ფიქრობს
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით სარგებელი არ მიიღოს, თუმცა ხალხი განსხვავებულად ფიქრობს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად სარგებლის მიღება არ აირჩია“.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ხალხი არ იზიარებს.
„ეს ყველა ქვეყნის სუვერენული არჩევანია, მონაწილეობა მიიღოს ან არ მიიღოს, რა შესაძლებლობები შექმნას და გამოიყენოს ქვეყნის, ხალხის სასარგებლოდ. საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად სარგებელი არ მიიღოს. ეს მათი არჩევანია, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი განსხვავებულად ფიქრობს“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაბაიბა ბრაჟე დაკავშირებადობის სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე - თუ საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტა, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად ეს სარგებელი არ მიიღოს, ეს მისი არჩევანია - ვფიქრობ, ხალხს განსხვავებული პოზიცია აქვს
ბაიბა ბრაჟემ დაკავშირებადობის სამიტში საქართველოს არმონაწილეობის გადაწყვეტილება შეაფასა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…