ბაიბა ბრაჟე – საქართველოში ვითარება არ შეცვლილა, ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯები არ გადაუდგამს
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ საქართველოში ვითარება არ შეცვლილა, ქართველ ხალხს ევროპის ნაწილად ყოფნა სურს, თუმცა ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

საქართველოში ვითარება არ შეცვლილა, ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ვერ ისაუბრებს, როგორ წარიმართება განხილვა.
„ვითარება ადგილზე არ შეცვლილა. ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. საელჩო გვაქვს, ახალი ელჩი რიგაში აკრედიტებულია, ანუ დიალოგი არსებობს. საქართველო საერთაშორისო საქმეებიდან რაღაც ფორმით გარიცხული არ არის, მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირისკენ მიმართულ ნაბიჯებს, რომლებიც ქართველ ხალხს სურს – მათ მთავრობისგან განსხვავებული სურვილი აქვთ“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…