პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღეს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. მაკა ბოჭორიშვილი აქ პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით იმყოფება. ეს არის ახალი ეტაპი ორმხრივ ურთიერთობებში - ვარლამ ავალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარს ეწვია. ელჩ ვარლამ ავალიანის განცხადებით, ეს ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპია და იმედოვნებენ, რომ კატარული ინვესტიციები საქართველოში მომდევნო წლიდან დაიწყება.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე კატარის სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

კატარში საქართველოს ელჩის, ვარლამ ავალიანის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილის კატარში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს წარმოადგენს.

ელჩის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი.

"დღეს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით იმყოფება აქ.

ეს არის ახალი ეტაპი ორმხრივ ურთიერთობებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დღესვე ექნება შეხვედრები კატარის ბიზნესმენთა ფედერაციის წარმომადგენლებთან და იმ პირებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კატარული ინვესტიციები ქვეყანაში შემოსვლას დაიწყებს უკვე მომდევნო წლიდან", - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარში ვარლამ ავალიანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 5ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია
  2. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია
  3. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარს ეწვია
  5. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
  6. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები