პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

მაკა ბოჭორიშვილი კატარში ოფიციალური ვიზიტისას ვაჭრობის მინისტრსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გაფორმება და ინვესტიციების მოზიდვა განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა.

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო კავშირების გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე, ასევე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში კატარული ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის წევრს, ალ ქასრ ჯგუფის ხელმძღვანელს, შეიხ ნაიეფ ბინ ეიდ ალ-თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჯგუფის მიერ მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და საინვესტიციო საქმიანობის შემდგომი გაფართოების საკითხები", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. POSTVსამთავრობოკატარის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა
  3. ფორმულაოპოზიციურისაგარეო: განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პერსპექტივები
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო გარემოს განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - ქვეყანაში მოქმედებს ძლიერი ინსტიტუტები და გამართული მარეგულირებელი სისტემები - კატარელი ბიზნესმენი ასამხან ფალამანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები