მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარს ეწვია, სადაც პრემიერ-მინისტრთან და ბიზნესწრეებთან შეხვედრებია დაგეგმილი.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ მოჰამად ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან, ასევე კატარის სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…