მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარში ოფიციალური ვიზიტისას პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა, სადაც ორმხრივი ეკონომიკური კავშირები და საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
14 სტატიამაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია
მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია
მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია
მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარს ეწვია
დღეს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. მაკა ბოჭორიშვილი აქ პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით იმყოფება. ეს არის ახალი ეტაპი ორმხრივ ურთიერთობებში - ვარლამ ავალიანი
მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი კატარში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის განვითარება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა - ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა
მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი კატარში - „ქრონიკა“ დოჰადან
მაკა ბოჭორიშვილი კატარში ვიზიტზე: „ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის განვითარება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა – ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…