პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარში ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს შეხვდა, სადაც პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გაფორმება და ინვესტიციების მოზიდვა განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილი კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო კავშირების გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე, ასევე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში კატარული ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის წევრს, ალ ქასრ ჯგუფის ხელმძღვანელს, შეიხ ნაიეფ ბინ ეიდ ალ-თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჯგუფის მიერ მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და საინვესტიციო საქმიანობის შემდგომი გაფართოების საკითხები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. POSTVსამთავრობოკატარის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს შეხვდა
  2. ფორმულაოპოზიციურისაგარეო: განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პერსპექტივები
  3. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, კატართან განვავითაროთ როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები