მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს – ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. არქიმანდრიტის მამა იოვანეს (მჭედლიშვილი) განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საეკლესიო მსახურობას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს – ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ქვეყანაში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საეკლესიო მსახურობას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
“ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობით, უდიდესი სიხარული მიენიჭა მთელ კაცობრიობას, რადგანაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა მესია, უფალი იესო ქრისტე, რომელმაც გამოიხსნა კაცობრიობა ჯოჯოხეთური ტანჯვისაგან და მიეცა ადამიანს შესაძლებლობა, რომ სამოთხეში მოხვედრილიყო. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება სადღესასწაულო წირვები. ბათუმში, საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, შიო III ავლენს სადღესასწაულო წირვას,” – განაცხადა არქიმანდრიტმა, მამა იოვანემ (მჭედლიშვილი).
ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიდღეს ღვთისმშობლობაა
- რუსთავი 2მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- რუსთავი 2პატრიარქი დღეს წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს
- რუსთავი 2პატრიარქი ბათუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ლიტურგიას ასრულებს
- რუსთავი 2თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული, მაშინ სწორ გზაზე ვართ და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს, მაშინ გონს უნდა მოვიდეთ - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
- რუსთავი 2სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…