სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას ზეიმობს. პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა, რომელსაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას ზეიმობს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა - შიო III-მ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
მსახურებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
"აჭარა არის განმანათლებელი საქართველოსი, კარიბჭე ჩვენი სულიერი ცხოვრების, რადგან პირველად სწორედ აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები“, - აღნიშნა ქადაგებისას მისმა უწმინდესობამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აჭარის სულიერ როლზე, ილია II-ის ღვაწლზე ისაუბრა. ხოლო, მიტროპოლიტ დიმიტრის, ეპარქიაში 30-წლიანი მოღვაწეობისთვის, მათ შორის, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია გადასცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, ინტრონიზაციის შემდეგ, პირველად ჩამობრძანდა აჭარაში.
როგორც ცნობილია, უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიდღეს ღვთისმშობლობაა
- რუსთავი 2მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- რუსთავი 2პატრიარქი დღეს წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს
- ალიამართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- რუსთავი 2პატრიარქი ბათუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ლიტურგიას ასრულებს
- რუსთავი 2თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული, მაშინ სწორ გზაზე ვართ და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს, მაშინ გონს უნდა მოვიდეთ - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…