დღეს ღვთისმშობლობაა
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში გაუძღვება.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში გაუძღვება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლადიღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ „მშობლებად ღმრთისა“ იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი.
უშვილო წყვილები მათ შვილიერებისთვის ევედრებიან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- რუსთავი 2პატრიარქი დღეს წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს
- ალიამართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- რუსთავი 2პატრიარქი ბათუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ლიტურგიას ასრულებს
- რუსთავი 2თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული, მაშინ სწორ გზაზე ვართ და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს, მაშინ გონს უნდა მოვიდეთ - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
- რუსთავი 2სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…