ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული, მაშინ სწორ გზაზე ვართ და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს, მაშინ გონს უნდა მოვიდეთ - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილემ, შიო III-მ ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღასრულა და მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა.

თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული, მაშინ სწორ გზაზე ვართ და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს, მაშინ გონს უნდა მოვიდეთ - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული, მაშინ სწორ გზაზე ვართ და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს, მაშინ გონს უნდა მოვიდეთ - კათოლიკოს-პატრიარქი შიო IIIრუსთავი 2

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ასრულებს. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

"გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს. ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლისა. თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული, მაშინ სწორ გზაზე ვართ და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს ჩვენ და ვერ ვგრძნობთ აი ამ სულიერ სიხარულს, მაშინ უნდა გონს მოვიდეთ, უნდა გამოსწორდეთ და უფალს უნდა ვევედროთ და დედა ღვთისმშობელს უნდა ვევედროთ ჩვენ, რომ გვიხსნას აი ამ გაქვავებული უგრძნობლობისგან.

დღეს ჩვენთვის არის დიდი სიხარული აჭარის კურთხეულ მიწაზე ყოფნა და მსახურება. მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს უთქვამს, რომ აჭარა არის განმანათლებელი საქართველოს, რადგან პირველად სწორედ აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, ღვთისმშობლის მეოხებით მისი ლოცვით უფალმა დალოცოს აჭარა და დედა ღვთისმშობლის მეოხებით და ლოცვით, ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს გააძლიეროს სრულიად საქართველო," - განაცხადა პატრიარქმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები