საფრთხე არ არსებობს - ყიფშიძის ქუჩა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დატოვეს
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე გამწოვში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების შემდეგ მისულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტერიტორია საფრთხის მოხსნისთანავე დატოვა.

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მობილიზებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს.
როგორც ირკვევა, ადგილზე სპეციალისტები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 112-ში შევიდა შეტყობინება - მოქალაქის ინფორმაციით, გამწოვში დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორია დაათვალიერეს. მას შემდეგ, კი რაც საფრთხე სრულად მოიხსნა, მაშველებმა ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…