ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შიო მესამე: „მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას,

ბათუმის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ შიო III-მ ქადაგებით მიმართა მრევლს. მან ისაუბრა გულგრილ აღსარებაზე, სულიერ სიხარულსა და რწმენაზე.

შიო მესამე: „მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას,
შიო მესამე: „მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას,POSTV

„მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს“, – განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას, ბათუმის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის აღსანიშნი სადღესასწაულო წირვის შემდეგ.

„დღეს ხარობს ცა და მიწა და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც. ძვირფასო დებო და ძმებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულისკენ მოწოდება, ასეთი სიხარულის უწყება, საეკლესიო დღესასწაულებზე, ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ხოლმე ჩვენი თავი, რა გვიხარია ჩვენ, რა გვწყინს, ვხარობთ თუ არა სულიერი სიხარულით. ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი; უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ საკმარისია, გავივლოთ გულში უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო, ან გულგრილობა გამოვავლინოთ, იკარგება ეს სიხარული შემდეგ ჩვენში, ნელდება. თითქოს მადლი გვშორდება“, – აღნიშნა პატრიარქმა.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს.

როგორც ცნობილია, უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ხარობს ცა და მიწა და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც. ძვირფასო დებო და ძმებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულისკენ მოწოდება, ასეთი სიხარულის უწყება, საეკლესიო დღესასწაულებზე, ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ხოლმე ჩვენი თავი, რა გვიხარია ჩვენ, რა გვწყინს, ვხარობთ თუ არა სულიერი სიხარულით. ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი; უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ საკმარისია, გავივლოთ გულში უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო, ან გულგრილობა გამოვავლინოთ, იკარგება ეს სიხარული შემდეგ ჩვენში, ნელდება. თითქოს მადლი გვშორდება“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები