პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში - გია ვოლსკი

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

გია ვოლსკის განცხადებით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში არიან გაერთიანებული და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ.

საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში - გია ვოლსკი
რუსთავი 2

"კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" გადაწყვიტა, გამოვიდეს სააშკარაოზე. რამე დანაშაული თუ არსებობდა, თურმე ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ხდებოდა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიები, რომლის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი ითხოვს, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ.

"ამბობენ, რომ არავითარი რევოლუციის მცდელობა არ ყოფილა მაშინ, როდესაც ყველამ იხილა, რასთან ჰქონდა საქმე. სისხლისღვრის რა დონეზე ოცნებობდნენ ის ადამიანები, ვინც შეტევისკენ მოუწოდებდნენ ხალხს. ეს 4 ოქტომბერი ხომ არ არის მარტო ერთი თარიღი.

საგარეო მხარდაჭერის, ამ ინტენსიური, გაფართოებული შეტევების მიუხედავად, სიმართლე არის ერთი - საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში",- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ხვალიდან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები განახლდება. ეს იქნება მე-13 სხდომა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში. მათ, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები