გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: თავდაცვის სფეროს ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო - ისე ლაპარაკობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარა
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ისე ლაპარაკობენ, თითქოს წარსულში დანაშაული საერთოდ არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება.

გიორგი ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ პარტიის წარმომადგენლები ისე ლაპარაკობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარა.
„თავდაცვის სფეროს ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო. სააკაშვილის განცხადებებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებში ისმის, რომ დანაშაული საერთოდ არაფერია, არასდროს მომხდარა, თურმე ის კონკრეტული ადამიანები არ არსებობენ, არც ქუჩაში არავინ დახვრეტილა, ის სამი აჭარელი ბიჭია თუ შავაძეა, რა თქმა უნდა, დაიხვრიტნენ, მაგრამ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, თორემ ისე არც არაფერი მომხდარა დიდი, იგივე აფრასიძეების საკითხი - სვანეთს აზანზარებდნენო და 5-დან 2 მოვკალითო, - ამბობს ბარამიძე, ჩვეულებრივ ამბად უნდათ წარმოადგინონ ეს თემა. წარსულთან დაკავშირებით რამდენიმე თემა რომ ამოიღოთ, ვერანაირ გამართლებას ვერ იპოვით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდა.
ციტატები სტატიიდან
„თავდაცვის სფეროს ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო. სააკაშვილის განცხადებებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებში ისმის, რომ დანაშაული საერთოდ არაფერია, არასდროს მომხდარა, თურმე ის კონკრეტული ადამიანები არ არსებობენ, არც ქუჩაში არავინ დახვრეტილა, ის სამი აჭარელი ბიჭია თუ შავაძეა, რა თქმა უნდა, დაიხვრიტნენ, მაგრამ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, თორემ ისე არც არაფერი მომხდარა დიდი, იგივე აფრასიძეების საკითხი - სვანეთს აზანზარებდნენო და 5-დან 2 მოვკალითო, - ამბობს ბარამიძე, ჩვეულებრივ ამბად უნდათ წარმოადგინონ ეს თემა. წარსულთან დაკავშირებით რამდენიმე თემა რომ ამოიღოთ, ვერანაირ გამართლებას ვერ იპოვით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…