პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა APEC-ის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ტრამპის თქმით, მას პუტინთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ამ შეხვედრიდან „ყველაფერი გამოვა“.

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს
ინტერპრესნიუსი

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

“მრავალი წელია შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ვფიქრობ, აქედან ბევრი შესანიშნავი რამ შეიძლება გამოვიდეს, ან სულ მცირე, დაიწყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქედან ყველაფერი გამოვა. მეორე შეხვედრა მოგვიანებით გვექნება, როგორც ალბათ, იცით. ​​მაგრამ ეს ახლა გვექნება და შესანიშნავი იქნება”, - აღნიშნა ტრამპმა შეხვედრის წინ.

ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი შეხვედრის ღია ნაწილში განცხადებები არ გააკეთა. მან დონალდ ტრამპს მადლობა ინგლისურ ენაზე გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა, ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა და უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი პრეზიდენტ სიძინპინსა და პრეზიდენტ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები