უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მეორე ტაიმში თამაში გააუმჯობესა და მოგება დაიმსახურა. ერთა ლიგის მატჩი თბილისში საქართველოს ნაკრების მარცხით, ანგარიშით 0:2 დასრულდა.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, უნგრეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა მარკო როსიმ ისაუბრა:
"შესვენებაზე ხასიათი შევცვალეთ და სრულიად განსხვავებულად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა. მათ ბოლო პასის პრობლემა გააჩნდათ. მეორე ნახევარში, პირველისგან განსხვავებით, გამარჯვება დავიმსახურეთ. ძლიერი ლეგიონერებით დაკომპლექტებულ გუნდს ვეთამაშეთ და ვაჯობეთ. მათ არ ჰყავდათ ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ აქ იყვნენ გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ჩაკვეტაძე. ჩვენი პირველი ტაიმი ბოლო 4-5 წლის განმავლობაში უარესი იყო".
შეგახსენებთ, ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე უნგრეთთან მარცხი განიცადა - 0:2.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…