უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ერთა ლიგის მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შეუცვლელ ფეხბურთელად მოიხსენია. როსიმ ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის გუნდს სობოსლაი, კერკეზი და ბოლა დაუბრუნდნენ.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, უნგრეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა მარკო როსიმ ისაუბრა:
“კვარაცხელია შეუცვლელია, ამიტომ მგონია, მეტოქე განსხვავებულ ტაქტიკას აირჩევს. ხვიჩას მალე გამოჯანმრტელებას ვუსურვებ. ქართველების უმეტესობა წამყვან ლიგებში თამაშობს და ვიცით მათი უნარები. ძლიერ მოწინააღმდეგეს ვუპირისპირდებით და რთული, მაგრამ კარგი თამაშის მოლოდინი მაქვს.
სამი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა. სობოსლაი, კერკეზი და ბოლა სათამაშოდ მზად არიან. შეკრებაზე მხოლოდ ორი ვარჯიში ჩავატარეთ. ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…