ივანიშვილის ერთადერთი სანდო პირი – რას წერს მედია
Intelligence Online-ის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის სახელით თანამდებობის პირებს დანიშვნისა თუ გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ურეკავს.

ფრანგული “ინტელიჯენს ონლაინ” წერს, რომ დაზვერვის სამსახურების სანდო და წყაროებზე დაყრდნობით, იცის ვინ რეკავს ბიძინა ივანიშვილის სახელით თანამდებობის პირებთან იმის სათქმელად, რომ პოსტზე ინიშნება ან პოსტიდან უშვებენ და ეს არის ანზორ ჩუბინიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
ფრანგული მედიის მტკიცებით, ფარული აუდიო ჩანაწერების გაჟონვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ისეთი შეშინებულია, რომ ტელეფონით თითქმის აღარავისთან კონტაქტობს, მისი სახელით ანზორ ჩუბინიძე მოქმედებს.
სტატისს მიხედცვით, მისი ტელეფონიდან, დაფარული ნომრით შედის ზარი და საუბრობს ანზორ ჩუბინიძე,
“ინტელიჯენს ონლაინი” წერს, რომ სპეცსამსახურების სკოლაგამოვლილი ანზორ ჩუბინიძე ივანიშვილს ამ დროისთვის ყველაზე სანდო კადრად შემორჩა და სუსის უფროსი ის მხოლოდ იმიტომ არ გახდა, რომ ჩრდილში მყოფი, საკუთარი დიდი გავლენებით ნაკლებ ხმაურს გამოიწვევდა.
ფრანგული მედიის მასალა თარგმნა და გაავრცელა ტვ პირველმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…