ივანიშვილი ტელეფონით არავისთან კონტაქტობს - ვინ არის მისი მეკავშირე გარესამყაროსთან?
ფრანგული „ინტელიჯენს ონლაინის“ მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით აღარავისთან კონტაქტობს და თანამდებობის პირებს დანიშვნისა თუ გათავისუფლების შესახებ მისი სახელით ანზორ ჩუბინიძე ურეკავს.
ფრანგულ მედიაორგანიზაციას სააშკარაოზე გამოაქვს ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი, რაზეც აქამდე საჯაროდ არსად თქმულა. დაზვერვის სამსახურებში სანდო და გამორჩეული წყაროების მქონე ფრანგულმა "ინტელიჯენს ონლაინმა" დაწერა, ვინ რეკავს გამოცემის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის სახელით თანამდებობის პირებთან იმის სათქმელად, რომ პოსტზე ინიშნება ან პოსტიდან უშვებენ.
ანზორ ჩუბინიძე სტატიის მიხედვით, მთავარი მოქმედი გმირია - მისი ზარი კი ნიშანი, რომ ვიღაცის საქმე ან წინ წავიდა ან დასასრულისკენ მიდის. ფრანგული მედიის მტკიცებით, ფარული აუდიო ჩანაწერების გაჟონვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ისეთი შეშინებულია, რომ ტელეფონით თითქმის აღარავისთან კონტაქტობს, მისი სახელით ანზორ ჩუბინიძე მოქმედებს.
სტატისს მიხედცვით, მათი ტელეფონი რეკავს - ნომერი დაფარულია. ხმა ატყობინებს ან დანიშვნას, ან მოსალოდნელ გადადგომას. ხაზის მეორე ბოლოში არა ყოვლისშემძლე ბიზნესმენი, არამედ ანზორ ჩუბინიძეა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი - ასე აღწერს ინტელიჯენს ონლაინი ივანიშვილის მართვის სტილს.
"ინტელიჯენს ონლაინი" წერს, რომ სპეცსამსახურების სკოლაგამოვლილი ანზორ ჩუბინიძე ივანიშვილს ამ დროისთვის ყველაზე სანდო კადრად შემორჩა და სუსის უფროსი ის მხოლოდ იმიტომ არ გახდა, რომ ჩრდილში მყოფი, საკუთარ დიდი გავლენებით ნაკლებ ხმაურს გამოიწვევდა.
ვრცლად ნახეთ მაკა ჩიხლაძის სპეციალურ რეპორტაჟში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…