პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბა ლაზიშვილის მამა: არ ინერვიულოს ოჯახმა, პრემიერის დონეზეა აყვანილიო. არც ვნერვიულობ. რადგან მთავრობა ჩარეულია, ყველაფერი კარგად იქნება. დღეს გარეთ იქნებიან საბა და მერაბი

საბა ლაზიშვილის მამის, ანზორ ლაზიშვილის განცხადებით, აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში მთავრობა პრემიერის დონეზეა ჩართული, ლაზიშვილსა და მერაბ დვალიშვილს 50-50 ათასიანი ჯარიმა აქვთ და მათ დღესვე გაათავისუფლებენ.

საბა ლაზიშვილის მამა: არ ინერვიულოს ოჯახმა, პრემიერის დონეზეა აყვანილიო. არც ვნერვიულობ. რადგან მთავრობა ჩარეულია, ყველაფერი კარგად იქნება. დღეს გარეთ იქნებიან საბა და მერაბი
იმედინიუსი

არ ინერვიულოს ოჯახმა, პრემიერის დონეზეა აყვანილიო. არც ვნერვიულობ. რადგან მთავრობა ჩარეულია, ყველაფერი კარგად იქნება, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო კომენტარისას საბა ლაზიშვილის მამამ, ანზორ ლაზიშვილმა.

„მთავრობა ჩარეულია პრემიერის დონეზე. მთავრობიდან დამიკავშირდნენ. ოჯახი ნერვიულობს, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში ხდება. არ ინერვიულოს ოჯახმა, პრემიერის დონეზეა აყვანილიო. არც ვნერვიულობ, რადგან მთავრობა ჩარეულია, ყველაფერი კარგად იქნება. 50-50 ათასი აქვთ ჯარიმა საბას და მერაბს, 6 თვე მიუსაჯეს პატიმრობა უსმანს და 300 ათასი ჯარიმა. დღეს გარეთ იქნებიან [საბა და მერაბი]. გზაში არიან, რომ ფული გადაუხადონ და გამოუშვებენ“, -აღნიშნა საბა ლაზიშვილის მამამ.

როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ბრძოლაში, მერაბ დვალიშვილის დასახმარებლად საბა ლაზიშვილიც ჩაერთო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაბა ლაზიშვილის მამა - საბა და მერაბიც აბუ-დაბიში დაკავებული არიან 48 საათით, საქართველოს მთავრობა ჩართულია, ჩვენები თავს იცავდნენ, პასუხი გასცეს - საბა მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო, ვიცოდი, რომ კარგად ჩხუბობდა, მაგრამ ამ დონეზე?
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაბა ლაზიშვილის მამა - ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ, როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია - მთავრობა ჩართულია და საქმე პირადად პრემიერის კონტროლზე იქნება
  3. ალიაოპოზიციურისაბა ლაზიშვილის მამა – ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ, როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია – მთავრობა ჩართულია და საქმე პირადად პრემიერის კონტროლზე იქნება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გავრცელებული ინფორმაციით, ნურმაგომედოვების გუნდს პატიმრობა მიესაჯა, დვალიშვილი და ლაზიშვილი კი გათავისუფლდებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები