პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები – მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლონ მასზე თავდასხმისთვის გასამართლებული უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები, რომელთაც 6-თვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები – მერაბ დვალიშვილი
ალია

აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები, – ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ის ფარგლებში გამართული ბრძოლის შემდეგ განაცხადა.

“აბუ-დაბის მთავრობას თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები და, გთხოვთ, გამოუშვით. ვინაიდან უბრალოდ მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. მინდა, რომ გამოვიდნენ,” – განაცხადა დვალიშვილმა.

11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ – ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მერაბ დვალიშვილი - ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები