საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ის ღონისძიებაზე ურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. აბუ-დაბის სასამართლომ ლაზიშვილი და მერაბ დვალიშვილი გაათავისუფლა, მათ ჯარიმას კი RAF-ი დაფარავს.

21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილი, რომელმაც აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტისას მერაბ დვალიშვილი დაიცვა, ხვალ RAF-ის ღონისძიებაზე მიიღებს მონაწილეობას და ლეგენდარულ ურაია ფეიბერს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება.
შეგახსენებთ, დღეს აბუ-დაბის სასამართლოს გადაწყვეტილებით მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი გაათავისუფლეს. მათზე დაკისრებულ 50 000-დირჰამის (13615$) ოდენობის ჯარიმას RAF-ი დაფარავს.
უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…