პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმი სოფლის ტურიზმის ტრადიციულ ფესტივალ „განდაგანას“ მასპინძლობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ტრადიციული ფესტივალი „განდაგანა“ დაიწყო, სადაც 200-მდე მეწარმე აჭარულ ტრადიციებს, კულტურასა და სოფლის ნობათს წარმოადგენს.

ბათუმი სოფლის ტურიზმის ტრადიციულ ფესტივალ „განდაგანას“ მასპინძლობს
იმედინიუსი

ბათუმი სოფლის ტურიზმის ტრადიციულ ფესტივალ „განდაგანას“ მასპინძლობს. ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათით იქნება წარმოდგენილი.

აქცენტი რეგიონის სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე კეთდება. მოწყობილია კვების სივრცეები, ასევე ტარდება თიხაზე მუშაობის, ქარგვისა და კულინარიული მასტერკლასები.

ფესტივალში 200-მდე მეწარმე მონაწილეობს. სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. 18:00 საათზე დაიწყება კონცერტი.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან იმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ბიუჯეტიდან ორდღიან ფესტივალ „განდაგანაში“ 731 ათასი ლარი დაიხარჯება – ვის ამღერებენ ფესტივალზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები