შვილმა დედას მოკვლის მიზნით დანით ყელის არეში 2 ჭრილობა მიაყენა - პროკურატურა
თელავში შვილმა დედას მოკვლის მიზნით ყელის არეში დანით ორი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა, იტყობინება პროკურატურა. დაზარალებულის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარებით მოხერხდა.

თელავში დედის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შვილს ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას პროკრუატურა ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ნოემბერს, ქალაქ თელავში, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა მოკვლის მიზნით დანით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა დედას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „კ“ და „პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…