ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები
გასულ სავაჭრო კვირაში ლარი დოლართან 0.37 თეთრით გამყარდა და 2.5934 შეადგინა, ხოლო ევროსთან 4.41 თეთრით გამყარების შედეგად კურსი 2.8649 გახდა. ეროვნული ვალუტა ძირითად პარტნიორ ვალუტებთან გამყარდა, თუმცა გაუფასურდა სომხურ დრამთან.

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.5934 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ევროსთან 4.41 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8649 ლარი შეადგინა. ლარი გირვანქა სტერლინგთან მიმართებით 4.62 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც კურსმა 3.4287 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასთან, ჩინურ იუანსა და იაპონურ იენთან, ხოლო გაუფასურდა სომხურ დრამთან.
ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან ცნობილია საგარეო ვაჭრობის შედეგები, ოქტომბერში ექსპორტი 722 მილიონ დოლარს შეადგენდა (ზრდა 5%), იმპორტი კი 1.73 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 11%). ხოლო სხვა პარამეტრების, მათ შორის ფულადი გზავნილების, საინვესტიციო ნაკადების, ტურიზმის შემოსავლების და სხვა პარამეტრების შესახებ ინფორმაცია კი ჯერ ცნობილი არაა.
ვალუტა
გაცვლითი კურსი
ცვლილება (თეთრი)
1 აშშ დოლარი
2.5934
0.37
1 ევრო
2.8649
4.41
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი
3.4287
4.62
1 თურქული ლირა
0.0515
0.07
100 რუსული რუბლი
3.154
6.97
1000 სომხური დრამი
7.1947
-0.67
1 აზერბაიჯანული მანათი
1.5258
0.19
10 უკრაინული გრივნა
0.5708
0.31
10 ჩინური იუანი
3.8869
0.7
100 იაპონური იენი
1.6214
3.53
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…