ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას ან სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს, კანონდამრღვევი დაისჯება - აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს სასამართლომ 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აკაკი ალადაშვილი აცხადებს, რომ ეს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის დასტურია.
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ ხუთ-ხუთი წლით პატიმრობის მისჯას მმართველ გუნდში ეხმიანებიან.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის თქმით, ეს განაჩენი იმის დასტურია, რომ დღეს საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული კონსტიტუციით და ყველა ადამიანი არის კანონის წინაშე თანასწორი.
"ეს არის იმის დასტური, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელიც არის ყველასთვის გარანტირებული კონსტიტუციით, ყველა ადამიანის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა არის ის დამნაშავე თუ არა, არის დაცული კონსტიტუციით და ყველა ადამიანი არის კანონის წინაშე თანასწორი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს, ან რომელ სახელმწიფო სტრუქტურას, კანონდამრღვევი იქნება უმკაცრესად დასჯილი და სწორედ ეს განასხვავებს ჩვენს ხელისუფლებას 2012 წლამდე ხელისუფლებისგან სააკაშვილის თამადობით, რომელიც ანალოგიურ შემთხვევაში სააკაშვილით დაწყებული სულ ქვემოთ დამთავრებული ჩართული იქნებოდა ასეთი დანაშაულის დაფარვაში და მიჩქმალვაში," - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. საქმე 2024 წლის აქციის დროს მომხდარ ფაქტს ეხება. მსჯავრდებულებს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებოდათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…