ომბუდსმენი პროკურატურას და სუსს მიმართავს, დაუბრუნონ ხაბეიშვილს ტელეფონი
სახალხო დამცველი პროკურატურასა და სუსს მიმართავს, ლევან ხაბეიშვილს სასამართლოს განაჩენის მიუხედავად ჩამორთმეული მობილური ტელეფონი დაუბრუნონ.

სახალხო დამცველის 11 ნოემბრის მიმართვაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 მაისის განაჩენის მიუხედავად, ტელეფონი მფლობელს ხუთი თვის შემდეგაც არ დაჰბრუნებია.
"მიზეზად სახელდება ექსპერტიზა, რომელიც ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, მაშინ როდესაც საქმეზე წარმოება დასრულებულია და განაჩენი მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ", - აცხადებს ომბუდსმენი.
მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნების მოთხოვნით, სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ბრიფინგი გამართა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
"თუ ერთი წლის განმავლობაში ვერ გახსენით ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი, 10 წელიც რომ გავიდეს, თქვენ ამ ტელეფონს ვერ გახსნით“, - თქვა ტყეშელაძემ.
ლევან ხაბეიშვილის საქმე
2026 წლის 21 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს „მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების“ საქმეებზე.
ის გაასამართლეს „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის“ კვალიფიკაციით;
ლევან ხაბეიშვილი, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა;
ის დაადანაშაულეს სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის ქრთამის, „200 000 დოლარის საჯაროდ შეთავაზებაში“.
დაკავებიდან მალევე მას ახალი ბრალდებაც წარუდგინეს - ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება;
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენის გამოცხადების დროს ბრალი გადააკვალიფიცირა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…