საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 7,2 პროცენტით ზრდას ელის, მომავალ წელს კი 5,7 პროცენტით
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა წელს 7,2%-ით, მომავალ წელს კი 5,7%-ით გაიზრდება, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 33%-მდე შემცირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 7,2 პროცენტით ზრდას ელის, მომავალ წელს კი 5,7 პროცენტით. დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ 1,5 პროცენტი იქნება. სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 33 პროცენტამდე შემცირდება.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, დეფიციტი 2,5 პროცენტია. პროექტი სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორში ხელფასებისა და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას ითვალისწინებს. ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები მყარია, საბანკო სისტემა კი სტაბილურია.
გაიზარდა ქვეყნის სავალუტო რეზერვებიც. ფონდმა დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მუშაობა ვირტუალური აქტივების წესების შემუშავებაზე. მისი შეფასებით, ამ წესების დაცვა მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.
ფონდის მისიის წევრები, ფინანსთა მინისტრსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…