The Guardian - უნგრეთში, ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას 19.5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა ამოიღეს
უნგრეთის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიებისას ტყეებში დამარხული 19.5 მლნ დოლარი ამოიღო.

უნგრეთის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის, მიკლოშ
შეშტაკის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩრეკისას ტყეებში დამარხული 19.5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა აღმოაჩინეს,- ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
მიკლოშ შეშტაკი 2014–2018 წლებში უნგრეთის ეროვნული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
შეშტაკი და ორბანის მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ბალაშ ჰანკო ქრთამის აღების ბრალდებით სექტემბერში დააკავეს. ასევე, გასულ თვეში კორუფციის ბრალდებით უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, გეორგი მატოლჩი დააკავეს.
უნგრეთის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, ჩხრეკა სხვადასხვა მისამართებზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამოღებული თანხების დათვლას 8 საათი დასჭირდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ჩატარებული ოპერაცია ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ „მაფიის დასასრულს ნიშნავს“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…