პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორბანის მთავრობის ყოფილ მინისტრს 20 მლნ დოლარზე მეტი უპოვეს, ფულის ნაწილი ტყეში იყო დამარხული

უნგრეთში ეროვნული განვითარების ყოფილ მინისტრს, მიკლოშ შესტაკს ჩხრეკისას თითქმის 20 მლნ დოლარის ნაღდი ფული ამოუღეს, რომლის ნაწილიც ტყეში იყო დამარხული. გამოძიების ცნობით, მან და თანამზრახველმა ქრთამის სახით 33 მლნ დოლარზე მეტი აიღეს; შესტაკი ბრალდებებს უარყოფს.

ორბანის მთავრობის ყოფილ მინისტრს 20 მლნ დოლარზე მეტი უპოვეს, ფულის ნაწილი ტყეში იყო დამარხული
რადიო თავისუფლება

უნგრეთში ეროვნული განვითარების ყოფილ მინისტრს, მიკლოშ შესტაკს ნაღდი ფულის სახით ამოუღეს 5 071 632 000 ფორინტი, 2 658 350 ევრო და 1 257 100 დოლარი (თანხის საერთო რაოდენობა თითქმის 20 მლნ დოლარს შეადგენს). ამის შესახებ უნგრეთის სააგენტო MTI იუწყება.

თანხა ამოიღეს კორუფციის საქმეზე შესტაკის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას. ჩხრეკა 12 და 13 ნოემბერს ჩატარდა ბუდაპეშტსა და პეშტის, ბეკეშისა და ნოგრადის ოლქებში მდებარე რამდენიმე მისამართზე.

ფული გადამალული იყო სასოფლო-სამეურნეო, სასაწყობო და საცხოვრებელ ნაგებობებში, ნაწილი კი ტყეში იყო დამარხული.

უნგრეთის ფინანსთა მინისტრის, ანდრაშ კარმანის თქმით, ამოღებული ნაღდი ფულის დასათვლელად სახელმწიფო ხაზინის 12 თანამშრომელს რვა საათი და ფულის სათვლელი ხუთი აპარატი დასჭირდა.

2014-2018 წლებში შესტაკს ეროვნული განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა ვიქტორ ორბანის მთავრობაში. გამოძიების ვერსიით, ამ პერიოდში მან და სახელმწიფო აქტივების მართვის კომპანიის ხელმძღვანელმა, ნორბერტ სივეკმა სახელმწიფო საავტობუსო გადამზიდავ კომპანია Volánbusz-თან დაკავშირებული კომპანიებისგან ქრთამის სახით აიღეს 11 მლრდ ფორინტზე (33 მლნ დოლარზე) მეტი.

შესტაკი სექტემბრის ბოლოს დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს. მას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს. ყოფილი მინისტრი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიThe Guardian - უნგრეთში, ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას 19.5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა ამოიღეს
  2. TV პირველიოპოზიციურიტყეში და ფერმაში დამალული მილიონები - ორბანის მინისტრის საქმის გამოძიების ფარგლებში $20 მილიონი ამოიღეს
  3. BM.GEოპოზიციურიორბანის მთავრობის მინისტრის საქმის გამოძიებისას ტყესა და საწყობებში დამალული $20 მილიონი ამოიღეს
  4. იმედინიუსისამთავრობოReuters: უნგრეთის ხელისუფლებამ ორბანის ყოფილი მინისტრის საქმეზე 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღო
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: უნგრეთის ხელისუფლებამ ორბანის ყოფილი მინისტრის საქმეზე 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები