პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანის ძმა ადამიანებით ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს

მედიის ცნობით, უნგრეთის ყოფილი პრემიერის ძმა, არონ ორბანი ადამიანების უკანონოდ გადაყვანის საქმეზე დააკავეს; ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ სამიზნე თავადაა და მიზანი მისი ჩამოშორებაა.

მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანის ძმა ადამიანებით ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს
ნეტგაზეთი

მედიის ცნობით, უნგრეთის ყოფილი პრემიერის ძმა, არონ ორბანი, საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის საქმეზე დააკავეს.

9 ნოემბერს აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NVVH) განაცხადა, რომ ბუდაპეშტსა და პეშტის ოლქში, ადამიანთა უკანონო გადაყვანის საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულების ვინაობა, ამ ეტაპზე, დაზუსტებული არაა.

ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„ამ ბინძური თამაშის მიზანი პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორება და ერთპარტიული სისტემის დამყარებაა. სამიზნე მე ვარ, ჩემი ძმა კი – მხოლოდ იარაღი“.

სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა მოქმედმა პრემიერმა, პეტერ მადიარმაც და განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანმა „როგორც ყოველთვის, მაშინვე სხვებისკენ გაიშვირა ხელი და, როგორც „მამაცმა“ ქუჩის მებრძოლმა, თავი მყისიერად მსხვერპლის როლში წარმოაჩინა“.

უნგრეთს ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომაც განაცხადა, რომ მისი გამომძიებლები, NVVH-ის კოლეგებთან ერთად, „ერთობლივ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ ორ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოუნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა დააკავეს
  2. ფორმულაოპოზიციურივიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიუნგრეთში ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს - ორბანი აცხადებს, რომ „სამიზნე თავად არის, მისი უმცროსი ძმა კი მხოლოდ იარაღია“
  4. ალიაოპოზიციურივიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Guardian - უნგრეთში, ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას 19.5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა ამოიღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები