პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორბანის მთავრობის მინისტრის საქმის გამოძიებისას ტყესა და საწყობებში დამალული $20 მილიონი ამოიღეს

უნგრეთში ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის, მიკლოშ შეშტაკის საქმის გამოძიებისას ტყესა და საწყობებში დამალული თითქმის $20 მილიონი ამოიღეს. ორბანმა მისი ძმის დაკავებას „პოლიტიკური შურისძიება“ უწოდა.

ორბანის მთავრობის მინისტრის საქმის გამოძიებისას ტყესა და საწყობებში დამალული $20 მილიონი ამოიღეს
BM.GE

უნგრეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოფილი მემარჯვენე ლიდერის, ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრის, მიკლოშ შეშტაკის წინააღმდეგ მექრთამეობის საქმის გამოძიების ფარგლებში თითქმის 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს. თანხის ნაწილი ტყეში იყო ჩამარხული, ნაწილი კი ფერმერულ ნაგებობებსა და საწყობებში გადამალული.

ცალკეული გამოძიებების ფარგლებში კორუფციის ბრალდებით დაკავებულია ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი და ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი დიორდ მატოლჩი. ისინი ბრალდებებს უარყოფენ.

სამართალდამცავებმა ადამიანებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ორბანის ძმაც დააკავეს, რაც ყოფილმა პრემიერმა "პოლიტიკურ შურისძიებად" შეაფასა.

ეს ქმედებები მემარჯვენე-ცენტრისტი მადიარის ანტიკორუფციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც მან "ოპერაცია განსაწმენდელი" უწოდა. სოციოლოგიური კომპანია "Median"-ის მიერ გამოცემა "HVG"-ზე გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 70% ამ კამპანიას "ძალიან მნიშვნელოვნად" მიიჩნევს.

"ჩხრეკისას გამომძიებლებმა დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩინეს, რომელიც ტყეებში იყო ჩამარხული, დამალული სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებში, საწყობებსა და საცხოვრებელ სახლში, ასევე განთავსებული განცალკევებულ ადგილას მდებარე ძვირად ღირებულ სეიფში", - განაცხადა პარასკევს აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნულმა ბიურომ.

ფინანსთა მინისტრ ანდრაშ კარმანის თქმით, ამოღებული თანხის - 5.07 მილიარდი ფორინტის ($15.33 მილიონი), 2.66 მილიონი ევროს ($2.93 მილიონი) და 1.26 მილიონი დოლარის - დათვლას სახელმწიფო ხაზინის ათზე მეტი თანამშრომლის რვასაათიანი მუშაობა და კუპიურების დამთვლელი ხუთი აპარატი დასჭირდა.

შეშტაკმა, რომელიც ორბანის განვითარების მინისტრი 2014-2018 წლებში იყო, ბრალდებები უარყო. მის ადვოკატს, გაბორ პაპს, აქტივების დაბრუნების ბიუროს განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მადიარმა განაცხადა, რომ ამოღებული თანხა ნიშნავს იმ "მაფიის" დასასრულს, რომელსაც ორბანის 16-წლიანი მმართველობისას მემარჯვენე პარტია "ფიდესი" და მისი ქრისტიან-დემოკრატი მოკავშირეები მართავდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიThe Guardian - უნგრეთში, ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას 19.5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა ამოიღეს
  2. TV პირველიოპოზიციურიტყეში და ფერმაში დამალული მილიონები - ორბანის მინისტრის საქმის გამოძიების ფარგლებში $20 მილიონი ამოიღეს
  3. იმედინიუსისამთავრობოReuters: უნგრეთის ხელისუფლებამ ორბანის ყოფილი მინისტრის საქმეზე 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღო
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიორბანის მთავრობის ყოფილ მინისტრს 20 მლნ დოლარზე მეტი უპოვეს, ფულის ნაწილი ტყეში იყო დამარხული
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: უნგრეთის ხელისუფლებამ ორბანის ყოფილი მინისტრის საქმეზე 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები