პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტყეში და ფერმაში დამალული მილიონები - ორბანის მინისტრის საქმის გამოძიების ფარგლებში $20 მილიონი ამოიღეს

უნგრეთში, ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის, მიკლოშ შესტაკის კორუფციულ საქმეზე, სამართალდამცველებმა თითქმის $20 მილიონი ნაღდი ფული ამოიღეს, რომელიც ტყესა და ფერმებში იყო დამალული.

ტყეში და ფერმაში დამალული მილიონები - ორბანის მინისტრის საქმის გამოძიების ფარგლებში $20 მილიონი ამოიღეს
TV პირველი

უნგრეთში მასშტაბური ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის საქმეზე, სამართალდამცველებმა თითქმის 20 მილიონი დოლარის (19.5 მილიონი) ნაღდი ფული ამოიღეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ფულის ნაწილი ტყეში იყო დამარხული, ნაწილი კი ფერმის შენობებში, საწყობებსა და საცხოვრებელ სახლებში ინახებოდა. დიდი ოდენობით ნაღდი ფული სპეციალურად მოწყობილ სეიფშიც აღმოაჩინეს.

საქმე უნგრეთის განვითარების ყოფილ მინისტრს, მიკლოშ შესტაკს ეხება, რომელიც თანამდებობას 2014-2018 წლებში იკავებდა. მას ქრთამის აღებასთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეზე იძიებენ. ყოფილი მინისტრი ბრალდებებს უარყოფს.

უნგრეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამოღებული თანხის დათვლას სახელმწიფო ხაზინის 12 თანამშრომელი რვა საათის განმავლობაში, ხუთი ფულის სათვლელი აპარატით ცდილობდა.

გამოძიება ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი ანტიკორუფციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც მან „ოპერაცია განსაწმენდელი“ უწოდა.

მადიარმა აპრილის არჩევნებში ვიქტორ ორბანი დაამარცხა და მისი 16-წლიანი მმართველობა დაასრულა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა.

ამჟამად კორუფციის სხვადასხვა საქმეზე დაკავებულია ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი და ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი. ყველა მათგანი ბრალდებებს უარყოფს. პეტერ მადიარის განცხადებით, აღმოჩენილი მილიონები ორბანის პარტიის, „ფიდესის“, მმართველობის პერიოდში მოქმედი კორუფციული სისტემის დასასრულის სიმბოლოა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიThe Guardian - უნგრეთში, ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას 19.5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა ამოიღეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანის ძმა ადამიანებით ტრეფიკინგის საქმეზე დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები