პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“არც მეუფე იობია მარტინ ლუთერი და არც ძამას ხეობაა ვიტენბერგი” – სოსო მანჯავიძე

სოსო მანჯავიძე მეუფე იობს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საეკლესიო პირი პოლიტიკური დემაგოგების ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს.

“არც მეუფე იობია მარტინ ლუთერი და არც ძამას ხეობაა ვიტენბერგი” – სოსო მანჯავიძე
ალია

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:

ახლა ვკითხულობდი ქართველების კომენტარებს აბუ-დაბის ინციდენტთან დაკავშირებით.

მოკლედ ვიტყვი-ძალიან ბევრია დაავადებული თვალაბეიშვილის სინდრომით, რაღაც საოცარი, ისტერიული, სიძულვილით აღსავსე რეაქციები, რომელიც ყოველთვის , ყველა შემთხვევაზე აუცილებლად გამოვლინდება ხოლმე და ნორმალურ ადამიანებში ..ესპანური სირცხვილის” (როცა სხვისი ცუდი საქციელის გამო შენ გრცხვენია) მწვავე განცდას აღძრავს.

სამწუხაროდ, საღი აზრი იკარგება ამ მღვრიე ტალღებში.

ელემენტარული საკითხი, რომ ერთი ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის უსაქციელობის გამო მთელი ერები არ უნდა ლანძღო და მტრად არ უნდა გადაიკიდო, რატომღაც გაუგებარი რჩება ძალიან ბევრი ადამიანისათვის.

ცხადია, იქიდანაც ბევრია ასეთი, მაგრამ არა ასეთი დოზით და თანაც, მე ჩემი მაწუხებს.

რაც შეეხება მეუფე იობის ქადაგებას-აქაც იგივე პრობლემები გვაქვს. ემოციები ლოგიკის ნაცვლად.

წესით და რიგით, ასეთ პატივში მყოფი საეკლესიო პირი, თუ ის პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, უნდა ზრუნავდეს გამოთქმული მოსაზრებების სიზუსტეზე, უნდა ითვალისწინებდეს მოსალოდნელ შედეგებს და პოლიტიკური დემაგოგების ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს.

არც 16-ე საუკუნის კათოლიკური ევროპაა დღევანდელი საქართველო, არც მეუფე იობია მარტინ ლუთერი და არც ძამას ხეობაა ვიტენბერგი, სადაც ზემოთაღნიშნულმა ლუთერმა თავისი 96 თეზისი მიაჭედა ტაძრის კარებს.

სხვათა შორის-ამ თეზისების გამოქვეყნებამ ევროპაში ყველაზე დიდ და სისხლიან დაპირისპირებას დაუდო სათავე, რომელშიც მილიონობით ადამიანი გაწყდა.

თუმცა ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ იყოს მაინც, იქნებ მავანის სულში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვიძებას შეუწყოს ხელი.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე იობის მისამართით გამონათქვამები სცილდება ქრისტიანულ მორალსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები