პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The New York Times: “რუსეთი უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ნატოს 1997 წლის საზღვრებზე დაბრუნებას კვლავ მოითხოვს”

ნატო

The New York Times-ის ცნობით, რუსეთი უკრაინასთან ომის დასასრულებლად ტრამპის გუნდთან მოლაპარაკებებზე ნატოს 1997 წლის პოზიციებზე დაბრუნებას კვლავ მოითხოვს. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტი აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინს ძირითადი მოთხოვნები არ შეუცვლია.

The New York Times: “რუსეთი უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ნატოს 1997 წლის საზღვრებზე დაბრუნებას კვლავ მოითხოვს”
POSTV

“The New York Times-ის” ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისში, უკრაინაში შეჭრამდე ორი თვით ადრე, რუსეთმა დასავლეთს ვრცელი მოთხოვნები წაუყენა. მათ შორის იყო მოთხოვნა, ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალები 1997 წლამდე არსებულ პოზიციებზე დაებრუნებინა – იმ პერიოდამდე, ვიდრე ალიანსი რუსეთის საზღვრებთან გაფართოებას დაიწყებდა.

ახლა, უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მიმდინარე დახურულ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ეს პოზიცია კვლავ წამოაყენა, ზოგ შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით გაიმეორა.

The New York Times-ის შეფასებით, მოსკოვი ცდილობს, ხუთი წლისა და ასიათასობით ადამიანის დაღუპვის შემდეგ, უფრო ფართო მიზნებს მიაღწიოს.

რუსეთის უცვლელი პოზიცია ასახულია დოკუმენტში, რომელიც რუსმა ოფიციალურმა პირებმა მიმდინარე კვირაში გაავრცელეს. დოკუმენტის ასლი The New York Times-მა მოლაპარაკებებში მონაწილე პირისგან მოიპოვა. კიდევ ერთმა პირმა, რომელიც მოლაპარაკებების დეტალებს იცნობს, დოკუმენტის ნამდვილობა დაადასტურა.

დოკუმენტი აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ძირითადი მოთხოვნები თითქმის არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტის დასრულების მიზნით 20 თვეზე მეტია, დიპლომატიურ ძალისხმევას ახორციელებს.

რუსეთის მოთხოვნა, ნატომ ძალები აღმოსავლეთ ფლანგიდან – პოლონეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდან – გაიყვანოს, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ცენტრში ევროპის უსაფრთხოების საკითხს აყენებს. დოკუმენტი ასევე ნათელს ჰფენს პუტინის საჯარო განცხადებების მიზანს: რუსეთის ლიდერი მუდმივად მოითხოვს, რომ ბრძოლების შეწყვეტამდე მოგვარდეს ის, რასაც ომის „ძირეულ მიზეზებს“ უწოდებს – რუსეთის ფართო პრეტენზიები როგორც ნატოს, ისე უკრაინის მიმართ.

დოკუმენტი ასევე აჩვენებს, რომ ეკონომიკურმა სტიმულებმა, რომლებსაც ტრამპის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი პუტინს სთავაზობდნენ, მოსკოვისგან დათმობების მიღება ვერ უზრუნველყო. კრიტიკოსების შეფასებით, შეერთებული შტატები რისკავს, ხელი შეუწყოს პუტინის ხანგრძლივ მცდელობას, ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე საბჭოთა პერიოდის გავლენის სფერო აღადგინოს.

რუსეთმა ეს ფართო მოთხოვნები იმ ფონზე წამოაყენა, როდესაც პუტინი მომავალ კვირას ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ტრამპს შეხვდება. ეს ორი ლიდერის მეორე შეხვედრა იქნება ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია - რუსეთმა აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს ნატო-ს პოზიციების 1997 წლის საზღვრებში დაბრუნება მოითხოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები