პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ

განათლების სამინისტროქართული ოცნება

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრ ჰუაი ძინპენთან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც მისი თქმით, განათლების სფეროში პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
ფორმულა

გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

განათლების მინისტრ ჰუაი ძინპენთან ერთად თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი - ინფორმაციას "ქართული ოცნების" განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

"საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ.

აღნიშნული შეთანხმება, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს, ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის. ის ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას, რადგან გვჯერა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა განათლების სისტემის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ამის ნათელი მაგალითია - ეს არის ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მოლაპარაკებების, ერთობლივი ძალისხმევისა და თანმიმდევრული მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი", - თქვა ოცნების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

შეთანხმება ქალაქ პეკინში 2026 წლის ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგანათლების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის
  2. BM.GEოპოზიციურიგანათლებაში ჩინეთთან პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის - გივი მიქანაძემ შეთანხმება გააფორმა
  3. იმედინიუსისამთავრობოგანათლების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები