პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთში, ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექციით წარდგა და იქ გაცვლითი პროგრამით მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
რუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს განათლების სისტემის თავისებურებებს და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც საქართველო ჩინურ მხარესთან ერთად ახორციელებს.

ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საქართველოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

ლექციის შემდეგ გივი მიქანაძე ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლანჭოუს უნივერსიტეტში სწავლობენ. მინისტრმა სტუდენტებისგან ინფორმაცია მიიღო სასწავლო გარემოს, აკადემიური პროცესისა და უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ, ასევე გაეცნო მათ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს.

უნივერსიტეტში ვიზიტისას გივი მიქანაძემ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კვლევითი ცენტრები დაათვალიერა. კერძოდ, მინისტრი ეწვია ლანჭოუს უნივერსიტეტის პირველი საავადმყოფოს სამედიცინო შემოწმების ცენტრს, სამეცნიერო სადამკვირვებლო სადგურების მართვის ცენტრს, იშვიათი იზოტოპების სასაზღვრო მეცნიერებათა ცენტრსა და ჩინეთის განათლების სამინისტროს კვანტური თეორიისა და გამოყენების მთავარ ლაბორატორიას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები