პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Mercedes-Benz-მა გერმანიაში ინვესტიციები შეაჩერა და ქარხნების დახურვას განიხილავს

Mercedes-Benz-მა გერმანიაში ყველა ინვესტიცია შეაჩერა და ქარხნების დახურვის განხილვა დაიწყო წარმოების მაღალი ხარჯებისა და პროფკავშირებთან შეუთანხმებლობის გამო, რამაც შესაძლოა ათიათასობით სამუშაო ადგილს საფრთხე შეუქმნას.

Mercedes-Benz-მა გერმანიაში ინვესტიციები შეაჩერა და ქარხნების დახურვას განიხილავს
BM.GE

Reuters-ის ცნობით, პრემიუმ-კლასის ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz-მა გერმანიაში მდებარე ქარხნებში ყველა ინვესტიცია შეაჩერა და ობიექტების დახურვის განხილვა დაიწყო.

კომპანიამ ეს ნაბიჯი გერმანიაში წარმოების მაღალი ხარჯების გამო გადადგა, რადგან საწარმოო საბჭოსა და პროფკავშირების წარმომადგენლებთან სახელფასო ხარჯების შემცირებაზე შეთანხმებას ვერ აღწევს.

აღსანიშნავია, რომ თვეების განმავლობაში Mercedes-Benz-ი თანამშრომლებს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებდა, თუმცა უშედეგოდ.

კომპანიის შიდა ქსელში გამოქვეყნებულ ინტერვიუში Mercedes-Benz-ის წარმოების ხელმძღვანელმა, მიხაელ შიბემ განაცხადა, რომ მენეჯმენტმა სწორედ ამის გამო გერმანიაში ყველა შემდგომი ინვესტიციის შეჩერების ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, ეს ნაბიჯი გერმანიის საავტომობილო სექტორში არსებული კრიზისის მორიგი გამწვავებაა, და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიაში ათიათასობით სამუშაო ადგილს შეუქმნის საფრთხეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოPOLITICO: Mercedes-Benz-ი გერმანიაში ინვესტიციებს აჩერებს და ქარხნების დახურვას განიხილავს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO: Mercedes-Benz-ი გერმანიაში ინვესტიციებს აჩერებს და ქარხნების დახურვას განიხილავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები