პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით მატჩებს უნგრეთთან გამართავს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმისა და გიორგი მიქაუტაძის ვირუსის გამო რამაზ სვანაძეს შემადგენლობის გადახალისება მოუწევს. გუნდი ოთხმცველიან ტაქტიკაზე დაბრუნებას გეგმავს.

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
სპორტალი

საქართველოს ნაკრები ნოემბრის მატჩებით "ერთა ლიგას" დაასრულებს. ჯგუფში პირველობა გამორიცხულია, პლეი-ოფი კი მეორეადგილოსანსაც მოუწევს და ბოლო ადგილზე გასულსაც. რამაზ სვანაძეს ახლა შემადგენლობის თავისი სურვილით დაკომპლექტების საშუალება მიეცა და გუნდთან მოსამზადებლად მეტი დრო აქვს; სათამაშო ტაქტიკის ცვლილებასაც ველით. ამ ფონზე სავარაუდო შემადგენლობაზე მსჯელობა მარტივი არაა, მაგრამ თემის ინტერესიდან გამომდინარე, მასზე მაინც გესაუბრებით.

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთის ნაკრებთან. შაბათი, 21:00 სთ.

მეკარე

გასულ 4 მატჩში თუ ვინმეზე აუგს ვერ ვიტყვით, გიორგი მამარდაშვილია. ამის შემდეგ "მამარდამ" "ლივერპულში" მხოლოდ ერთხელ ითამაშა და დამაჯერებელი იყო. მთავარია, გიორგიმ მოწინააღმდეგის პრესინგს ალღო კარგად აუღოს. წინა მატჩებში გამოჩნდა და სვანაძემაც თქვა, რომ შეტევა მეკარისა და მცველების მოკლე პასებით უნდა დავიწყოთ, რაც რისკთანაც ასოცირდება.

მცველები

საქართველოს ნაკრებში საბაზისო ტაქტიკად 4 მცველის დაბრუნებას ველით. ბურთის ამოტანისას შეცდომები ნაკლებად უნდა დავუშვათ. მნიშვნელოვანია დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი.

ოთარ კაკაბაძე მარჯვნივ და ირაკლი აზაროვი მარცხნივ მწვრთნელის მთავარი არჩევანი უნდა იყოს. სვანაძემ სწორად აღნიშნა, აზაროვს პრესინგიდან თავის დაღწევა სხვაზე უკეთ შეუძლია.

რაც შეეხება ცენტრს, თუკი მის თამაშს მარცხნივ არ გადაწყვეტს და ფიზიკურად ბოლომდე მზადაა, ლუკა ლოჩიშვილი სასტარტოში უალტერნატივოა; რაც შეეხება მარჯვენა ცენტრალურ მცველს, აქ მეტ როტაციას ვვარაუდობთ. რადგანაც საბა გოგლიჩიძე მზადების პირველ დღეებში ინდივიდუალურად ემზადებოდა, ძირითად შემადგენლობაში საბა საზონოვს ველით.

ნახევარდაცვა

შუა ხაზში ბევრი დანაკლისია (კიტეიშვილი/ქოჩორაშვილი), ამიტომ ვარაუდის დონეზე ბევრი ვარიანტის განხილვა შეიძლება.

ამ სიტუაციაში წარმოუდგენელი გვგონია, რამაზ სვანაძემ ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე თავიდანვე არ გამოიყენოს.

მესამე წევრზე რამდენიმე ვარიანტის განხილვა შეიძლება. ალბათ ყველაზე რეალური ირაკლი ეგოიანის თამაშია, უფრო ნაკლებად გიორგი მოისწრაფიშვილისა და ნიკა გაგნიძის.

შეტევა

პრობლემებია შეტევაშიც, კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. გიორგი მიქაუტაძე ვირუსის გამო ვერ ვარჯიშობს, რაც სასტარტოში ბუდუ ზივზივაძის გამოჩენას უნდა ნიშნავდეს. მთავარია, შეტევები წარვმართოთ და თავდამსხმელს თამაშში ჩართვის პრობლემა არ ჰქონდეს. მარჯვენა შემტევად გიორგი წიტაიშვილი და მარცხნიდან გიორგი კვერნაძე უალტერნატივოდ ჩანს. შემტევების მოცემულობაში ცვლილებებს ზურიკო დავითაშვილი თუ შეიტანს.

შემადგენლობა: მამარდაშვილი - კაკაბაძე, საზონოვი, ლოჩოშვილი, აზაროვი - მექვაბიშვილი, ეგოიანი, ჩაკვეტაძე - წიტაიშვილი, ზივზივაძე, კვერნაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
დასკვნები სანიოლის სიაზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები