პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებამდე აცხადებს, რომ გუნდს შედეგიც სჭირდება და ხარისხიც. სვანაძის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიასა და ოთარ კიტეიშვილის ტრავმების მიუხედავად, გუნდი უნგრეთთან საშინაო მატჩში რევანშისთვის ემზადება.

"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
სპორტალი

ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართა.

რამაზ სვანაძე:

"ეს თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, შედეგს უნდა მივაღწიოთ. ასევე, ეს ჩვენთვის პირველი სრულფასოვანი შეკრებაა, სადაც ჩვენი იდეების სრულად გადაცემა შეგვიძლია. ტრავმირებულია კვარაცხელია და კიტეიშვილი, ასევე მთელი რიგი ფეხბურთელების, მაგრამ ეს შანსია სხვებისთვის.

წიტაიშვილის პოზიცია მინდორზე გადაწყდება იმით თუ რა ტაქტიკით თამაშობს საქართველოს ნაკრები. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ.

ამ მატჩებში კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება, რომელიც ვიცე-კაპიტანია. ყველაფერზე მოხდება რეაგირება, რაც წინა მატჩებში მოხდა. კარგია, რომ ახლა მეტი დრო გვაქვს. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ საკუთარი გეგმა ახლა უნდა დავნერგოთ. რთული მატჩები გვექნება, პირველ რიგში კი ხასიათი უნდა გამოვასწოროთ!..

სამწვრთნელო შტაბში არანაირი ცვლილება არ იქნება, ჩემ თანაშემწეებთან ერთად ნაკრებში კაშია და კვეკვესკირი ისევ იმუშავებენ.

დებიუტანტები ვინც არიან, მათ კარგი პერიოდი აქვთ, განსაკუთრებით, ოქტომბერი. კონკურენცია ყველამ უნდა იგრძნოს, მათ შორის მესამე მეკარე ყალიჩავას მხრიდან. მაისურაძეს კარგი პერიოდი აქვს. მოისწრაფიშვილს მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს.

მისი პრობლემა ფიზიკური მომზადების კუთხით იყო, ბოლო დროს სლოვაკეთში ბევრს თამაშობს და იმედია, ხსენებული პრობლემა აღარ შეაწუხებს.

ირაკლი აზაროვმა რამდენიმე მატჩი მაღალ დონეზე ითამაშა. ის საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება. ხარებაშვილი ჩვენ 19-წლამდე ასაკობრივ ნაკრებს დავუთმეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმირებულია.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ასეთები ხდება. უფრო ძლიერი დაბრუნდება!.. ჩვენ ხვიჩას ინდივიდუალურად შეცვლა არ უნდა ვეცადოთ, ძლიერი გუნდი უნდა ვიყოთ.

ნარიმანიძეს ძალიან კარგი სეზონი აქვს და მაგიტომაც გახდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. ის სიაში იმიტომ არაა, კონკურენცია დიდია. აქაა ლოჩოშვილი, დვალი. თუ სადმე არ იყო პრობლემა, ესაა დაცვის ხაზი. ტაბიძე გუნდში იმიტომ გვყავს, ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

სტანდარტული მდგომარეობა თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად, თავი კარგად გავართვით.

ვისურვებდი, საბა გოგლიჩიძემ ასეთივე თამაში გააგრძელოს. მას ყველა რესურსი აქვს.

სია ისეა დაკომპლექტებული, თამაშისას რამდენიმე ვარიანტი გვქონდეს. გიორბელიძის არმიწვევა კონკურენციამ განაპირობა.

პირველი დღიდან სრული პასუხისმგებლობას ვიღებ. აუცილებელია ბალანსი, შედეგიც და თამაშის ხარისხი. გამოკვეთილი სტრატეგია და გრძელვადიანი სტაბილურობა უნდა გვქონდეს, რათა სასურველი შედეგი გვქონდეს.

უნგრეთის ნაკრებთან რთულ მატჩს ველოდებით. ჩვენ საკუთარი მიზნები და ამოცანები გვაქვს, ქულები გვჭირდება, თანაც, შინ ვთამაშობთ. რევანშზე უნდა ვიფიქროთ!..

შეგახსენებთ, "ჯვაროსნები" 14 ნოემბერს შინ უნგრეთს, ხოლო 17 ნოემბერს სტუმრად უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები