პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში" - ხვიჩა კვარაცხელია უნგრეთთან დაპირისპირებაზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის თქმითაც, გუნდი მზადაა და მაქსიმუმს გაიღებს მოედანზე.

"ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში" - ხვიჩა კვარაცხელია უნგრეთთან დაპირისპირებაზე
რუსთავი 2

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველ ოქტომბერს ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ "პუშკაშ არენაზე" გამართა.

შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"სასიამოვნოა აქ დაბრუნება, იმიტომ, რომ კარგად მახსენდება ეს სტადიონი. რთულ გარემოს ველოდებით, ვიცით, რამდენად კარგი გულშემატკივრობა იციან უნგრეთში. ჯგუფში თითქმის თითოეულ გუნდს აქვს შანსი, რომ გავიდეს პირველ ადგილზე, მეორეზე. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ მოედანზე და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა," - აღნიშნა კვარაცხელიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ერთი საათი დიდ მატჩამდე - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები