წარსულის გადაწერის მცდელობა, პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და დადასტურებული ფაქტების უარყოფა - როგორია "ნაციონალური მოძრაობის" დაცვის ტაქტიკა საკონსტიტუციო სასამართლოში?
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, რაც სასამართლოს თავმჯდომარემ კრიტიკული შეკითხვის შეზღუდვის მცდელობად შეაფასა.

კონსტიტუციური სარჩელის მეთორმეტე სხდომა, კითხვა-პასუხის ეტაპით გაგრძელების ნაცვლად, კვლავ მორიგი შუამდგომლობის განხილვით დაიწყო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების საკითხი დააყენა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ გოცირიძე საქმესთან დაკავშირებით წინასწარ განწყობას ავლენს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორების განცხადებით, მიზეზი, რის გამოც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლის აცილება დააყენა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში სიახლეა.
მოსამართლის მხრიდან კრიტიკული შეკითხვის შეზღუდვის მცდელობაა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა. რევაზ ნადარაიას განმარტებით, ეს არა მისი ინდივიდუალური, არამედ პლენუმის სრული შემადგენლობის პოზიციაა.
შუამდგომლობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ევა გოცირიძის განმარტება მოჰყვა. მოსამართლემ მისი აცილების მსურველებს კითხვით თავადაც მიმართა.
პროცესუალური საკითხის დასრულების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსამართლეების შეკითხვების ადრესატები ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ. ევა გოცირიძემ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს ჰკითხა, ირღვეოდა თუ არა მასობრივად წინა ხელისუფლების დროს საკუთრების უფლება. სარჩელის მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისთვის შანტაჟის, ცემის და დაპატიმრების მუქარით ქონების გამოძალვას და ამ ქონების სახელმწიფოზე ან კონკრეტული მაღალჩინოსნის სახელზე გადაფორმებას ედავებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებების საპასუხოდ, მოსარჩელე მხარე პოზიციის გამოხატვას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის განმარტებით, სარჩელის ავტორებს ამის შესაძლებლობა მომდევნო ეტაპზე ექნებათ.
საკუთრების უფლების შემდეგ, კითხვა აქციებზე და ძალადობრივ დემონსტრაციებზე დაისვა. მოსამართლეების დაინტერესდნენ, იყო თუ არა 20 ივნისის აქცია ძალადობრივი, რაზეც ლევან ბეჟაშვილი ეცადა პლენუმის დარწმუნებას, რომ 2019 წლის დემონსტრაცია ძალადობრივი არ ყოფილა.
ბეჟაშვილის შეფასებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აბათილებს, სადაც წერია, რომ სამართალდამცავებზე თავდასხმები მაშინ მოხდა, როდესაც ისინი საზოგადოებრივ წესრიგს კანონიერად იცავდნენ.
"ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალადობრივი აქციები არც ის დემონსტრაციებია, რომელზეც თავადაც აღიარებენ, რომ "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენების ფაქტები დადასტურდა და ამის გამო კონკრეტული პირები გასამართლდნენ კიდეც.
ის, რაც სხდომაზე თქვეს, დარბაზს მიღმა თავადვე უარყვეს. "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის გასამართლებულ ლაზარე გრიგორიადისს მედიასთან სინდისის პატიმარი უწოდეს. მმართველ პარტიას კონკრეტულ საკითხებზე ოპოზიციის განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები არ უკვირს.
"ნაციონალურ მოძრაობას" პასუხის გაცემა 2018 წლის პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გამართულ აქციაზეც მოუწია. ლევან ბეჯაშვილ დღეს ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ეს აქცია მაშინ ინაუგურაციის ჩაშლისკენ მიმართული არ ყოფილა.
არქივი სულ სხვა მასალას ინახავს. ნიკა მელია, რომელიც 2018 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო, ღიად აცხადებდა, რომ კახეთში აქცია გაცნობიერებულად და გააზრებულად სწორედ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩასაშლელად გაიმართა.
მოსამართლეების შეკითხვების ნაწილი 2025 წელს და 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხებოდა. პლენუმის წევრებს აინტერესებდათ, 4 ოქტომბრის აქცია იყო თუ არა მშვიდობიანი "ნაციონალური მოძრაობისთვის."
წითლიძის აღიარება კიდევ ერთი მტკიცებულებაა სარჩელის ავტორებისთვის. არჩილ გორდულაძის განცხადებით, დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავად აკრძალა "ნაციონალური მოძრაობა."
დღევანდელი განხილვის ძირითადი ნაწილი მთლიანად "ნაციონალურ მოძრაობასთან" ინდივიდუალურ კითხვა-პასუხს დაეთმო, დღის მეორე ნახევრიდან კი მოსამართლეებს სხვა ოპოზიციური პარტიები პასუხობდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…