პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე882 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა882 ჩანაწერი · 13 მედია

პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განმარტებით, მოთხოვნა უსაფუძვლოა და მოსამართლის მიერ მწვავე კითხვების დასმა წინასწარ განწყობაზე არ მიუთითებს.

პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
TV პირველი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გოცირიძს აცილებას სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა

როგროც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განმარტა, აღნიშნულ შუამდგომლობას პლენუმი უსაფუძვლობის გამო არ აკმაყოფილებს.

„აღნიშნულ შუამდგომლობას პლენუმი არ აკმაყოფილებს უსაფუძვლობის გამო. ძირითადი პრეტენზია მიემართებოდა ქალბატონ ევას, რომ მისი დასმული კითხვების ფორმულირება არის იმ ფორმის, რომ უკვე მას წინასწარ აქვს განწყობა და აზრი შექმნილი საქმესთან დაკავშირებით. რაც მოვისმინეთ იყო შეკითხვა: „პარტია არ იზიარებს პასუხისმგებლობას?“ ეს არის მოსამართლის შეკითხვა, რომ მოისმინოს მხარის პოზიცია, იზიარებს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას და მხარის უფლებაა, გასცეს ის პასუხი, რა პასუხიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია. სასამართლო იღებს იმ პასუხს, რა ფორმითაც მას მოპასუხე გადმოსცემს. რაიმე წინასწარ გამოთქმული მოსაზრება, აზრის დაფიქსირება ამ შეკითხვაში და შეკითხვის ამ ტიპის ფორმულირებაში არ გამოიხატება. სასამართლოც ისმენდა, პლენუმის სხვა წევრებიც გუშინ ევა გოცირიძის მიერ დასმულ შეკითხვებს. ის, რაც მხარემ გააჟღერა და მასში ვერ შენიშნა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ევა გოცირიძეს წინასწარ აქვს აზრი ჩამოყალიბებული ამ საქმესთან დაკავშირებით, პირიქით, პლენუმის წევრებს ერთხმად უჩნდებათ განცდა იმისა, რომ არის სურვილი, მოსამართლემ არ დასვას კრიტიკული შეკითხვა, შეკითხვა, რომელიც საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო. სასამართლო არის ვალდებული დასვას ყველა წაყენებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით შეკითხვები და გაიგოს ამასთან დაკავშირებით მხარის მოსაზრება.

თუ შეკითხვა თავისი შინაარსით გამოიყურება მწვავედ და სასამართლო სვამს მწვავე შეკითხვას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს რაიმე მოსაზრება აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე მხარისთვის. პირიქით, რაც მეტ ინფორმაციას მიიღებს სასამართლო მხარისგან, საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არის უმჯობესი. ვერავინ მოახერხებს იმას, რომ აცილების შუამდგომლობით მოსამართლეს შეეზღუდოს ობიექტური შეკითხვის დასმა. ეს შეუძლებელია! ეს განცდა დარჩა სასამართლოს, პლენუმის ყველა წევრის პოზიცია იყო ეს“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოში, პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა, მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობით გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები