პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე882 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა882 ჩანაწერი · 13 მედია

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ინტერპრესნიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა, მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.

„აღნიშნულ შუამდგომლობას პლენუმი არ აკმაყოფილებს უსაფუძვლობის გამო. ძირითადი პრეტენზია მიემართებოდა ქალბატონ ევას, რომ მისი დასმული კითხვების ფორმულირება არის იმ ფორმის, რომ უკვე მას წინასწარ აქვს განწყობა და აზრი შექმნილი საქმესთან დაკავშირებით. რაც მოვისმინეთ იყო შეკითხვა: „პარტია არ იზიარებს პასუხისმგებლობას?“ ეს არის მოსამართლის შეკითხვა, რომ მოისმინოს მხარის პოზიცია, იზიარებს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას და მხარის უფლებაა, გასცეს ის პასუხი, რა პასუხიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია. სასამართლო იღებს იმ პასუხს, რა ფორმითაც მას მოპასუხე გადმოსცემს. რაიმე წინასწარ გამოთქმული მოსაზრება, აზრის დაფიქსირება ამ შეკითხვაში და შეკითხვის ამ ტიპის ფორმულირებაში არ გამოიხატება. სასამართლოც ისმენდა, პლენუმის სხვა წევრებიც გუშინ ევა გოცირიძის მიერ დასმულ შეკითხვებს. ის, რაც მხარემ გააჟღერა და მასში ვერ შენიშნა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ევა გოცირიძეს წინასწარ აქვს აზრი ჩამოყალიბებული ამ საქმესთან დაკავშირებით, პირიქით, პლენუმის წევრებს ერთხმად უჩნდებათ განცდა იმისა, რომ არის სურვილი, მოსამართლემ არ დასვას კრიტიკული შეკითხვა, შეკითხვა, რომელიც საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო. სასამართლო არის ვალდებული დასვას ყველა წაყენებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით შეკითხვები და გაიგოს ამასთან დაკავშირებით მხარის მოსაზრება.

თუ შეკითხვა თავისი შინაარსით გამოიყურება მწვავედ და სასამართლო სვამს მწვავე შეკითხვას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს რაიმე მოსაზრება აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე მხარისთვის. პირიქით, რაც მეტ ინფორმაციას მიიღებს სასამართლო მხარისგან, საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არის უმჯობესი. ვერავინ მოახერხებს იმას, რომ აცილების შუამდგომლობით მოსამართლეს შეეზღუდოს ობიექტური შეკითხვის დასმა. ეს შეუძლებელია! ეს განცდა დარჩა სასამართლოს, პლენუმის ყველა წევრის პოზიცია იყო ეს“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობით მიმართეს.

„მოთხოვნა ეფუძნება სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოთქმული შეფასებებისა და მოპასუხის პასუხზე მისი რეაქციის ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე“, - განაცხადა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციური"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა
  2. ფორმულაოპოზიციურიპლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებაზე
  3. იმედინიუსისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ნაცმოძრაობამ“ ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა
  5. პირველი არხისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოში, პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა, მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობით გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები