“საქსტატის მორიგი თაღლითობა” – რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე საქსტატს თაღლითობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უწყებამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გააყალბა.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:
საქსტატმა გასული, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩაასწორა და 7,5%-დან 8,4%-მდე ასწია. ეს არის მორიგი თაღლითობა, რათა შემდგომ “ქართულმა ოცნებამ” დაიკვეხნოს, რომ ევროპას, ამერიკას და ანტარქტიდას ვუსწრებთო. ერთი რამ არ იცოდნენ როგორც ჩანს-ყირგიზეთში ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 11,1 პროცენტი იყო. არც მიმდინარე წელს იქნება უარესი. იქაც ზრდის ფაქტორი უკრაინაში ომი და რუსეთისადმი სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაა.
“ქართული ოცნება” თავად კი ამხელს საკუთარ რეჟიმს სახელმწიფო დანაშაულებში, მაგრამ საქსტატი ხელშეუხებელია. ეს ორგანო მათი პროპაგანდის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოვა დრო და ვერც საქსტატის ხელმძღვანელობა აიცილებს პასუხისმგებლობას ინფორმაციის პოლიტიკური მიზნით გაყალბების გამო. მარტო ის რად ღირს, რომ ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსულთა რაოდენობა აღწერიდან სულ რამდენიმე თვეში შეცვალა და ფაქტობრივად გაანახევრა, რათა ხელისუფლებისადმი ხალხის რისხვა რომ შეერბილებინა.
საქსტატი უკვე მოხვდა ევროკავშირის დოკუმენტებში, სადაც ეჭქვეშაა დაყენებული მისი დამოუკიდებლობა და შეშფოთებაა გამოთქმული საქსტატის ხელმძღვანელის რვაწლიანი მუშაობის შემდეგ უკვე უვადოდ, ხელახლა დანიშვნის გამო, რისთვისაც კანონის შეცვლა დასჭირდათ.
ყველაფერი დათვლადია-მათ შორის საქსტატის დანაშაულებიც.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…