პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკურ ზრდას გადახედა და 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რამ განაპირობა ცვლილება

საქსტატი

საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემები 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა. შედეგად, ქვეყნის ნომინალური მშპ თავდაპირველ შეფასებას 3.8 მილიარდი ლარით აღემატება და 108.4 მილიარდ ლარს აღწევს.

საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკურ ზრდას გადახედა და 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რამ განაპირობა ცვლილება
BM.GE

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წინასწარი მონაცემები დააზუსტა. განახლებული მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მარტში გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით ზრდის მაჩვენებელი 7.5% იყო.

საქსტატის მონაცემებით, გადახედვის შედეგად, 2025 წლის მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 104.6 მილიარდი ლარიდან 108.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ნომინალური მშპ-ის მოცულობა თავდაპირველ შეფასებას 3.8 მილიარდი ლარით აღემატება, ხოლო წლიურმა ზრდამ 16.6% შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის ტემპის გადახედვა ეკონომიკის არაერთ სექტორში დამატებული ღირებულების მაჩვენებლების დაზუსტებას უკავშირდება. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, რომლის რეალური ზრდის მაჩვენებელი 3.8%-დან 7.5%-მდე გაიზარდა. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში წინასწარი შეფასებით არსებული 5.7%-იანი კლება 0.8%-იან ზრდად გადაიხედა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში კი ზრდის მაჩვენებელი 12.9%-დან 15.9%-მდე გაიზარდა.

ზრდის ტემპი დაზუსტებული მონაცემებით უფრო მაღალი აღმოჩნდა ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში (10.8%, ნაცვლად 8.9%-ისა), განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობებში (8.7%, ნაცვლად 5.6%-ისა), უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში (6.5%, ნაცვლად 5%-ისა) და მშენებლობაში (2.5%, ნაცვლად 0.8%-ისა). ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც კვლავ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა, ზრდა 28.7%-დან 28.9%-მდე გადაიხედა.

რაც შეეხება მშპ-ის ნომინალურ მოცულობას, ყველაზე დიდი მატება მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. დარგის დამატებული ღირებულება თავდაპირველ შეფასებასთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით გაიზარდა და 8.4 მილიარდ ლარს მიაღწია. ვაჭრობის სექტორის მაჩვენებელი 725.2 მილიონი ლარით, დამამუშავებელი მრეწველობის კი 564.3 მილიონი ლარით გაიზარდა.

ეკონომიკური საქმიანობის სახე

წინასწარი (მლნ. ლარი)

დაზუსტებული (მლნ. ლარი)

სხვაობა (მლნ. ლარი)

ცვლილება წინასწარსა და დაზუსტებულ მაჩვენებლებს შორის:

მშენებლობა

7,324

8,439

1115

15.20%

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების რემონტი

13,540

14,265

725.2

5.40%

დამამუშავებელი მრეწველობა

8,354

8,918

564.3

6.80%

ტრანსპორტი და დასაწყობება

5,555

5,900

345.6

6.20%

ინფორმაცია და კომუნიკაცია

7,370

7,671

300.9

4.10%

განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდება (HoReCa)

3,702

3,988

286.1

7.70%

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

8,556

8,835

278.6

3.30%

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა

6,120

6,341

220.7

3.60%

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები

4,687

4,901

214.2

4.60%

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება

1,078

1,192

114.7

10.60%

სხვა დანარჩენი დარგები (ჯამურად)

25,472

25,103

-368.9

-1.40%

ამასთან, ყველა სექტორში მაჩვენებლები ზრდის მიმართულებით არ შეცვლილა. მაგალითად, განათლების სექტორის დამატებული ღირებულება 328.6 მილიონი ლარით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების კი 144.5 მილიონი ლარით შემცირდა თავდაპირველ შეფასებასთან შედარებით.

საქსტატმა ასევე განაახლა მშპ ერთ მოსახლეზე გაანგარიშება. 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 27 546.9 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მარტში გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით 28 235.4 ლარი იყო. აშშ დოლარში გამოსახული მშპ ერთ მოსახლეზე კი 10 045.5 დოლარით განისაზღვრა, წინასწარი შეფასებით არსებული 10 296.5 დოლარის ნაცვლად.

საქსტატის განმარტებით, ერთ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლების ცვლილება უკავშირდება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშებას. აღნიშნულის შედეგად, ეროვნულ ანგარიშებში ერთ მოსახლეზე მაჩვენებლები 2015 წლიდან განახლდა.

აღსანიშნავია, რომ მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლის 8.4%-მდე გადახედვის პარალელურად, მშპ-ის დეფლატორის ზრდაც შეიცვალა. თუ წინასწარი შეფასებით ის 4.6% იყო, დაზუსტებული მონაცემებით 7.5% შეადგინა. სწორედ რეალური ზრდისა და ფასების დონის ცვლილების ერთობლიობა აისახა ნომინალური მშპ-ის განახლებულ მოცულობაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური2025 წელს მშპ-ის მოცულობა 108 418.1 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4% შეადგინა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქსტატი: 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 მილიარდ ლარზე მეტია, რაც 16.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს
  3. რუსთავი 2სამთავრობოსტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მშპ-ს დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის 17%-ით აღემატება
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მშპ-ს დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის 17%-ით აღემატებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები